მოგახსენებთ, რომ კავშირი ინვალიდთა და ვეტერანთა სოციალური დაცვის ალიანსი დაარსდა 2004 წელს , დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 600 -მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირი. აქედან 300 არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ბავშვი, რომლეიც აგრეთვე არიან მზრუნველობას მოკლებულნი. ამ ბავშვების უმეტესი ნაწილი არიან გლდანის #200 სკოლა პანსიონის აღსაზრდელი. ჩვენი ორგანიზაცია სისტემატიურად იღებს დახმარებას ამერიკული ჰუმანიტარული პროგრამების ორგანიზაცია „ამქორიდან“ ეს არის სხვადასხვა მედიკამენტები, ფიქსატორები, ყავარჯნები და საკანცელარიო ნივთების კრებულები. ამ ყველაფერს საჭიროებისამებრ გადავცემთ ზემოთ ხსენებულ ჩვენს წევრებს. აგრეთვე შევძელით და ჩავატარეთ საქველმოქმედო კონცერტები ამ ბავშვებისთვის. კონცერტები გაიმართა პროფკავშირების სასახლეში და ახმეტელის თეატრში. სახეებმა როგორიცაა: გურამ ჯაში, ვლად არამოვი, პაატა თედიაშვილი, მზია კვირიკაშვილი, ზურაბ ვადაჭკორია, ანრი ჯოხაძე, ბესო კალანდაძე, და სხვა მრავალი. ამ საქველმოქმედო კონცერტებს დაესწრნენ გლდანის  ნომერ 200 სკოლა პანსიონის აღსაზრდელები და შემოსული თანხაც მათ მოხმარდათ. აგრეთვე 2012 წელს მოვნათლეთ ამ სკოლა პანსიონის 17 აღსაზრდელი, რაშიც დიდი დახმარება გაგვიწია გლდანის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარმა მამა ირაკლი კუთხაშვილმა და ამავე ეკლესიის მრევლმა.

ზემოთ თქმულიდან მიხვდებოდით რომ ჩვენი ორგანიზაცია ფუნქციონირებს შემოწირულობებისა და ქველმოქმედების საშუალებით და სხვა არანაირი დაფინანსება არ გვაქვს. აქვე მოგახსენებთ, რომ მე თვითონ (ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი) ვარ პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლების 80% ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმედი გვაქვს თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში გულთან მიიტანთ ჩვენს პრობლემას. თქვენს წვლილს შეიტანთ – დაგვეხმარებით ჩვენი წევრებისთვის და იმ მზრუნველობას მოკლებული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას!!!

გაიღე შემოწირულობა